+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ტრენინგი საპროექტო წინადადების წერაში

25-26 ოქტომბერს სოციალური საწარმოების წარმომადგენლებს ბოლნისის რეგიონიდან ჩაუტარდათ ტრენინგი საპროექტო წინადადების წერაში.

ტრენინგი მომზადდა არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის: „ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ტრენინგი ჩაატარეს „მზიანი სახლის“ წარმომადგენლებმა ნინა გოგოლაძემ და ნოდარ მიმინოშვილმა.

ტრენინგზე გამოიმუშავეს უნარ-ჩვევები და ჰქონდათ საშუალება მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება საპროექტო წინადადების წერაში. ტრენინგის მიზანი იყო წარმომადგენლებს დაეწერათ საპროექტო წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური საწარმოების მდგრადობასა და განგრძობითობას.

27/10/2014