+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

რაგბის პროექტი ცხინვალის სიახლოვეს

საქართველოს სამარიტელთა კავშირმა (სსკ) ავსტრიის სამარიტელთა კავშირთან ერთად 2014 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტი: "რაგბი - სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის", რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვებს სკოლის შემდეგ თავისუფალი დრო რაგბის თამაშს დაუთმონ.

პროექტში ბიჭებთან ერთად ჩართულები არიან გოგონებიც. ისინი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სასაზღვრო სოფლებში - დიცი, არბო, ქორდი და ტირძნისი - ცხოვრობენ და ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტი. ამ ომის შედეგად მათი ოჯახები, მეზობლები და მეგობრები გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.

რაგბი ძალიან პოპულარულია საქართველოში და პროექტი ბავშვებს აძლევს საშუალებას, მისი მეშვეობით დაივიწყონ პრობლემები, ხოლო თანატოლებთან თამაში საქართველოს სხვა კუთხეებიდან, დაეხმარება მათ აღიდგინონ თვითშეფასება.

პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის სამარიტელთა კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ სტატია ვებ-გვერდზე: georgiatoday.ge

 

14/11/2014