+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

კატასტროფის რისკის შემცირების ტრენინგები თბილისის საბავშვო ბაღებში

2015 წლის 27 იანვრიდან ორგანიზაცია ASB, კოალიცია -”გერმანია ეხმარება” (Aktion Deutschland Hilft) ფინანსური მხარდაჭერით იწყებს კატასტროფის რისკის შემცირების ტრენინგებს თბილისის საბავშვო ბაღებში.

ტრენინგების მთავარი  მიზანია თბილისის ბაღების პერსონალის მომზადება, რათა მათ შეიძინონ შესაბამისი ცოდნა და უნარები და შეძლონ შესაბამისად იმოქმედონ შესაძლო ბუნებრივი კატასტროფების დროს, ასევე კატასტროფების შემდგომ. ტრენინგების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ევაკუაციის მექანიზმის შემუშავებას და სიმულაციურ ვარჯიშებს, რაც ბაღის თანამშრომლებს დაეხმარება მიღებული ცოდნა განამტკიცონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში და მინიმუმამდე შეამცირონ დაზიანების რისკი.

პროექტს მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი და ქ. თბილისის მერია. 

ტრენინგები ჩაუტარდება თბილისში არსებულ 139 საბავშვო ბაღს.   ტრენინგების დასრულების შემდეგ ბაღებს გადაეცემათ ადაპტირებული და ილუსტრირებული საგანმანათლებლო მასალა კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში.

28400-მდე ბავშვი ისარგებლებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

22/01/2015