+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

შინმოვლის პროექტი დაბა კაზრეთში გრძელდება

სოციალური საწარმო „ქალთა ინიციატივები“ 2013 წელს დაარსდა ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქვემო ქართულის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“ ფარგლებში.

სოციალური საწარმო ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მცხოვრებ 17 მოხუც ბენეფიციარს შინმოვლის სერვისს სთავაზობდა.

2015 წელს, პროექტის დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტიდან თანხა გამოყო.

4 ადამიანი დასაქმდა ამ სერვისში.

„ვფიქრობთ, მოხუცების შინმოვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია რეგიონში. ამიტომ, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა სერვისის გაგრძელება, რომელიც სოციალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება“ - განაცხადა ბოლნისის გამგებლის მოადგილემ, ვალენტინა ნავერიანმა.

შინმოვლის პროექტი განხორციელებული იყო არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მიერ.

23/01/2015