+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ტრენინგი კატასტროფის რისკის შემცირებაში

2015 წლის 13 მარტს,  ქ. თბილისის 137–ე ბაღში ჩატარდა მორიგი ტრენინგი კატასტროფების რისკის შემცირების, რომელიც Arbeiter-Samariter-Bund-ის (ASB) პროექტის „ჩვენ მზად ვართ! - კატასტროფის რისკის შემცირება თბილისის საბავშო ბაღებში“ ფარგლებში ხორციელდება, Aktion-Deutschland-Hilft–ის (ADH) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრება თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ასპექტის გათვალისწინებით, ამიტომაც ბაღების თანამშრომლებისთვის ეწყობა მიწისძვრის და სხვა ბუნებრივი კატასტროფების სიმულაციის სავარჯიშოები; უსაფრთხოების წესების გაცნობა; ევაკუაციის პროცედურების დემონსტრირება და ზოგადად საფრთხეებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება. შემდგომში ამ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშების გამოყენებით გადასცემენ პედაგოგები ბავშვებს საბავშვო ბაღში.

პროექტი დაიწყო 2014 წლის 1 სექტემბერს და მოიცავს თბილისის მასშტაბით 136 ბაღს. თითოეული ბაღიდან შერჩეულია რვა თანამშრომელი, როგორც ადმინისტრაციული ასევე პედაგოგიური პერსონალიდან.

19/03/2015