+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ახალი პროექტი 37 სოციალური სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას დააფინანსებს

2015 წლის 1 მარტიდან საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება - “საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“
პროექტი ხორციელდება ორ ქვეყანაში: საქართველოსა და უკრაინაში. ASB-ს პარტნიორი ორგანიზაციები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (UCIPR) უკრაინაში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანამონაწილეობას დიალოგში სოციალური სერვისების პოლიტიკის საკითხებზე საქართველოსა და უკრაინაში. პროექტის ხანგრძლივობა გახლავთ 3 წელი.

პროექტის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში მოხდება 37 სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის დაფინანსება: 17 საქართველოში და 20 უკრაინაში. ამის გარდა პროექტის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ბენეფიციარი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება, რაც გამოიხატება მათთვის ტრენინგებისა და სხვა სასწავლო კურსების მიწოდებით. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი ორგანიზაციები ასევე განახორციელებენ საკუთარი საქმიანობის ადვოკატირებისა და ლობირების კამპანიებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

01/04/2015