+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საგზაო უსაფრთხოების კამპანია

ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და გაეროს წარმომადგენლებმა გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეული 4 მაისიდან გახსნა.
პროგრამის ორგანიზატორები წელს ბავშვებს ირჩევენ მთავარ ფოკუსად, რადგან განათლება უსაფრთხოებაში ადრეული ასაკიდან იწყება.

გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა და იგი 70 ქვეყანას საგზაო პრობლემების გარშემო აერთიანებს. მესამე კვირეული ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომლებიც ბავშვებს მსოფლიოს ყველა წერტილში ეხება და მუშაობს უსაფრთხო გარემოს მოწყობისთვის. საქართველოში კვირეული გაიხსნა კონფერენციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მთავრობის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო სააგენტოებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, კერძო კომპანიებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 511 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8,536 დაზიანდა ავტოკატასტროფის შედეგად. ევროპის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს სიკვდილიანობის რიცხვი ავტოკატასტროფის დროს ევროპის საშუალო სტატისტიკურ რიცხვზე ორჯერ მეტია. "თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, ეს რიცხვი ძალიან სახიფათოა" - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა, ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარემ

"მე ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ მაჩვენებლის შემცირება. საჭიროა ევროპის ქვეყნების მაგალითის აღება და მათი მეთოდების საქართველოში ადაპტირება. ამის გამო მოვიწვიეთ მრავალი საერთაშორისო ექსპერტი გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულისთვის" - აღნიშნა ლალიაშვილმა.

გთხოვთ იხილოთ სრული სტატია წყაროდან: Georgia Today

 

14/05/2015