+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ნანი დიაკონიძე

ნანი დიაკონიძე 24 წლის იყო, როდესაც იგი წმენდისას ფანჯრიდან გადავარდა და მიიღო დაზიანება - პარაპლეგია, რაც ნიშნავს ქვედა კიდურების პარალიზს ზურგის ტვინის დაზიანების გამო.
მას შემდეგ ნანი მოძრაობა შეზღუდულია. მას არ აქვს სამედიცინო ეტლი; იგი საკუთარ ბინაში გადაადგილებისთვის ორ სკამს იყენებს, რაც ნანის ცხოვრებას კიდევ უფრო რთულს ხდის. მისი ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლაა.

წლების განმავლობაში ნანის არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. იგი პერიოდულად ცხოვრობდა თავისი დის ოჯახის ბინაში, ნაქირავებ ოთახში ან მიტოვებულ ფართში. ამ უკანასკნელში მან 5 წელი გაატარა. თუმცა, ერთ დღეს მას ადგილის დატოვება აიძულეს. საბოლოოდ ნანიმ, ნათესავების დახმარებით კაზრეთში დაიდო ბინა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ნანიმ ნათესავების დახმარებით მოახერხა მისი შეძენა. იგი ახლაც იქ ცხოვრობს, ორ-ოთახიან ბინაში, გათობიბს გარეშე.

ნანის ყოველთვიური შემოსავალი 210 ლარია, რომელიც პენსიისა (150 ლარი) და სოციალური დახმარებისგან (60 ლარი) შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ძალიან ეხმარება, მაინც არაა საკმარისი ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა კვება, სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები და სხვა.

ის მრავალსართულიანი სახლი, სადაც ნანის ბინაა განთავსებული, ძალიან ძველია. შენობაში არ მუშაობს ლიფტი. შესაბამისად, ნანის არ აქვს საშუალება გარეთ გავიდეს, თუნდაც წამლისა და საკვების საყიდლად. იგი მთლიანადა იყო დამოკიდებული მეზობლებზე, სანამ ASB-ს პროექტის ქვეშ დაარსებული სოციალური საწარმოს ბენეფიციარი გახდებოდა. ყველაფერ ამასთან ერთად, მარტოობა ნანის ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები გახდა.

"მე მხოლოდ ერთი და მყავს, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ისიც ასევე ავადაა და არ შეუძლია ჩემი დახმარება... სამწუხაროდ, ის ძალიან იშვიათად მესტუმრება ხოლმე, მე სულ მარტო ვარ."

ASB-ს პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მობილური ზრუნვის ჯგუფი მას ყოველ მეორე დღეს აკითხავს. ისინი ნანის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, ეხმარებიან პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში, სახლის დალაგებაში, პროდუქტის შეძენაში, გადასახადების გადახდაში და სხვა. თუმცა, ამის გარდა ვიზიტები დიდი როლს ასრულებს ფსიქოლოგიური კუთხით, რათა ნანიმ არ იგრძნოს თავი უსარგებლოდ და მიტოვებულად.

"ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ პროექტის; მობილური დახმარების ჯგუფი ჩემს ცხოვრებას აიოლებენ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, თუ როგორ შევძლებდი ასეთ პირობებში მათი დახმარების გარეშე ცხოვრებას."

22/05/2015