+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ინკლუზიის ასპექტი ახალი საერთაშორისო DRR პროგრამის ფარგლებში

სენდაის კატასტროფის რისკის შემცირების 2015-2030 წლის პროგრამა იაპონიაში კატასტროფის რისკის შემცირების მესამე მსოფლიო კონფერენციაზე შემუშავდა.
კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) პროგრამა ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ხალხზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება. ეს არის წინა პროგრამის შემდეგ წინ გადადგმული ნაბიჯი.

იაპონიაში გამართული მესამე მსოფლიო კონფერენციის შემაჯამებელ შეხვედრაზე, გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა, ქალბატონმა მარგარეტა ვალსტრომმა აღნიშნა ქალების, ბავშვების, ახალგაზრდების, მოხუცებისა და განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობის აუცილებლობა სენდაის პროგრამის შემუშავებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ DRR-ის ახალ სტანდარტში გათვალისწინებულია ფიზიკური ხელმისაწვდომა ყველასთვის, ასევე ყველასთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია კონფერენციის შესახებ .

Disability-inclusive DRR Network (DiDRRN) მხარს უჭერს სენდაის პროგრამას და UNISDR, იაპონიის მთავრობისა და სხვა მონაწილე მხარის ჩართულობას ინკლუზიური მიდგომით კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკაში და პრაქტიკაში. DiDRRN პარტნიორები ყველას მოუწოდებენ, რომ სენდაიში მიღებული პროგრესი ინკლუზიური მიდგომის შესახებ შეინარჩუნონ და გაიტანონ ფართო მასშტაბებზე 2015 წლის შემდგომი განვითარების დისკუსიებში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს მიდგომა უნდა გამოისახოს მოქმედებებში, რათა გავხადოთ სამყარო უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ყველასთვის.

იხილეთ სტატიის ორიგინალი ვერსია საიტზე didrrn.net

მხოფლიო კონფერენციის ვიდეოსბს შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ბმულებზე:

Early warning and evacuation tools for persons with disabilities
Women with disabilities: a major player in DRR, Nazmul Bari and Kazol Rekha

27/05/2015