+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

კატასტროფის რისკის შემცირება საგანმანათლებლო სივრცეში

14-15 ივლისის საკოორდინაციო შეხვედრა ბათუმში

ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის (ECHO) ეგიდითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან (ASB) ერთად მიმდინარე წლის 14-15 ივლისს ქ. ბათუმში (სასტუმრო რედისონი) ჩაატარა გასვლითი საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე „კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში“.

შეხვედრის მიზანი იყო კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება განათლების სისტემისთვის, რომელიც მოიცავს სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ელემენტებს საბავშვო ბაღების, სკოლების, სპეციალური საგანმანათლებო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტებისთვის.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის „ჩვენ მზად ვართ! - კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ ფარგლებში.

საკოორდინაციო შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა სამინისტროებიდან (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო) კრიზისების მართვის საბჭოდან და DIPECHO -ს პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

საკონტაქტო პირი: თეონა ჯულუხაძე,+995 599 475060, t.julukhadze@asb-georgia.org

15/07/2015