+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

2015 წლის 9-10 ივლისს თბილისში, 14-15 ივლისს ზუგდიდში და 16-17 ივლისს ბათუმში, არბაითერ სამარიტერ ბუნდის (ASB) პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“  ფარგლებში ჩატარდა სამი ორდღიანი ტრენინგი.

ტრენინგების თემა იყო: საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა/თანამონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღებაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სულ 46-მა მონაწილემ 26 ორგანიზაციიდან, რომლებიც მუშაობენ თბილისში, თელავში, ბოლნისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. ტრენინგებს ორგანიზება გაუკეთა პროექტის ადგილობრივმა პარტნიორმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა.

ორგანიზაციები და მონაწილეები შეირჩნენ კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სოციალური სერვისების მიწოდების გამოცდილება
  • მიმდინარე პროექტები
  • სერვისების მიზნობრივი აუდიტორია (შშმ პირები, ხანდაზმულები)
  • საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გამოცდილება

ტრენინგის საკითხები:

  • სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
  • სამოქალაქო ჩართულობის საკანონმდებლო რეგულაცია საქართველოში
  • ინფორმაციის თავისუფლება როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობის საშუალება
  • სამოქალაქო ჩართულობის თანამედროვე საშუალებები: ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების და დამტკიცების ფაზები
  • ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურა
  • ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი (BDD)
  • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი გამოწვევები
  • სამოქალაქო ჩართულობის ფორმები ბიუჯეტის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

27/07/2015