+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა 2015 წლის სტრატეგიული დაგეგმვისთვის

ASB საქართველოს ოფისი, საქართველოს სამარიტელთა კავშირთან (სსკ) ერთად გეგმავს ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას სტრატეგიული დაგეგმვისთვის.

შეხვედრა 27-29 აპრილს, კახეთის რეგიონში, ყვარელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

შეხვედრის მთავარი მიზანია ახალი წლიური გეგმის შემუშავება. ასევე გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები:

  • ახალი ადმინისტრაციული საკითხებისა და რეგულაციების გაცნობა
  • PR გეგმის წარდგენა
  • ASB-ს პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ
  • წლიური გეგმის მიმოხილვა და ახლის შემუშავება მომავალი წლისთვის

საქართველოს სამარიტელთა კავშირი წარმოადგენს ახალ სტრატეგიას და განიხილება ASB-სა და სსკ-ს პოტენციური სინერგიის შესაძლებლობები. მოხდება სსკ-ASB წლიური გეგმის მიმოხილვა და ახლის შემუშავება. სამუშაო შეხვედრა ასევე ხელს შეუწყობს ეფექტური გუნდის ჩამოყალიბებას.

23/04/2015