+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ევროკავშირის ელჩი სტუმრად თელავში

მეტი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარცელი, თელავში სმენისა და მეტყველების სახლს სტუმრობდა. ორგანიზაცია "მოვუსმინოთ სამყაროს" ASB საქართველოსგან და ევროკავშირის მიიღო ფინანსური მხარდაჭერა პროექტის: "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" ფარგლებში. პროექტს ASB საქართველოსთან ერთად ახორციელებენ პარტნიორი ორგანიზაციები: EDEC და AEE. 
3/07/2020

Covid_19 -თან რეაგირების პროგრამა

მეტი გლობალური პანდემიის დაწყებისთანავე ASB აქტიურად არის ჩართული Covid-19 თან ბრძოლის პროცესში როგორც გლობალურ, ისე ნაციონალურ და ადგილობრივ დონეზე. ASB საქართველომ პანდემიის დაწყებისთანაცე აღმოუჩინა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა, იმ დროისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრა-წითელი თერმომეტრებითა და სამედიცინო კარვებით, რომელიც აუცილებელია გადაუდებელი სიტუაციების დროს მოქმედებების ჩასატარებლად არა მხოლოდ პანდემიის პირობებში. 
26/06/2020

საველე კარვები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის

მეტი ASB საქართველომ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2 ერთეული საველე კარავი გადასცა. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც. კარვების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ ASB საქართველოს დირექტორი დიმიტრიე ტოდოროვიჩი და საქარველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. 
25/05/2020

ინფრაწითელი თერმომეტრები საქართველოს მთავრობას

მეტი საქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში. დღეს ორგანიზაციამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჩუქრად 55 ერთეული ინფრაწითელი თერმომეტრი გადასცა.ინფრაწითელი თერმომეტრი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთია პანდემიის პრევენციისთვის. ICARE ბრენდის თერმომეტრები გამოირჩევა ტემპერატურის დისტანციურად მაქსიმალური სიზუსტით გაზომვის ფუნქციით.
30/04/2020

ჩირის წარმოება წალენჯიხაში

მეტი გაიცანით ნინო წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც 47 წლისაა და უკვე 20 წელზე მეტია ხილის ჩირს აწარმოებს.„პირველად ჩირის წარმოება ომის პერიოდში დავიწყე. ჩემს სახლში აფხაზეთიდან დევნილებს ვმასპინძლობდი და უეცრად შეიარაღებული კაცების ჯგუფი შემოიჭრა მუქარით. მათ ჩემი ჩირების სრული მარაგი შევთავაზე, რომ შეგვშვებოდნენ.“ - იხსენებს ნინო.
10/03/2020

კონკურსი ადვოკატირების კამპანიაზე

მეტი ASB საქართველო აცხადებს მსურველთა განაცხადების მიღებას ადვოკატირების კამპანიის განსახორციელებლად საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში.
27/02/2020

პროექტის დახურვა - განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებისკენ

მეტი პროექტი განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად 2017 წლიდან მიმდინარეობს, ის ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის მთავარი მიზანი იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით.
25/12/2019

მატერიალური ფასეულობების გადაცემა

მეტი პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში 22 ნოემბერს ქ. ქუთაისში მეწარმეებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. 
2/12/2019

მშობელთა კონფერეცია

მეტი 2019 წლის 23-24 ნოემბერს ASB საქართველოსა და მაკლეინის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში მშბელთა კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების მიზანი გახლდათ საქართველოში მცხოვრები შეზღდუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერება. კონფერენციაზე შეკრებილმა მშობლებმა გაუზიარეს ერთმანეთს საჭირო ინფორმაცია, გამოცდილება და მიიღეს სასარგებლო რჩევები.
25/11/2019

საგრანტო კონკურსი - PPSP

მეტი  პროექტიპარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელადსაგრანტო კონკურსი ASB საქართველო არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საქმიანობს 2010 წლიდან და ახორციელებს პროექტებს სოციალური მომსახურების ხელშეწყობის მიმართულებით.
14/11/2019

გვერდები