ASB გერმანია

ASB არის ერთ ერთი უძველესი და უდიდესი სოციალური დახმარების ორგანიზაცია გერმანიაში. ASB 1888 წელს ექვსმა დურგალმა ბერლინში დააარსა. მაშინ, როდესაც არ არსებობდა არანაირი ჯანმრთელობისა და დაზღვევის რეგულაციები, არც სასწრაფო სამაშველო მომსახურება და ხშირად დასაქმებული ადამიანები მძიმე დაზიანებებს ღებულობდნენ. საზღვარგარეთ პირველი მისიის შემდეგ, რომელიც 1921 წელს დაიწყო, უცხოური ქვეყნების დახმარება ორგანიზაციის მთავარ კომპონენტად იქცა. ჰუმანიტარული და დემოკრატიული პრინციპები ორგანიზაციის საფუძველია როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1909 წელს, არბაითერ-სამატირელთა გრუპენმა (სამუშაო ჯგუფი) გერმანიის მასშტაბით ჩამოაყალიბა ASB. როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, ASB ასევე აქტიურია სოციო-პოლიტიკურ სფეროში. ASB განიხილავს საკითხებს როგორც გერმანიიის ბუნდესტაგში და ევროპარლამენტში, ასევე სამინისტროებსა და სხვა ინსტიტუციებში.

ASJ არის ASB-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების სოციალურ აქტივიზმს უწყობს ხელს. ASB-ს საგარეო დახმარების პროგრამა უზრუნველყოფს  ჰუმანიტარულ დახმარებას, კატასტროფის რისკის შემცირებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს აქვს 16 ფედერალური და 200-ზე მეტი რეგიონული ოფისი, მუნიციპალიტეტებისა და უბნების მიხედვით. ASB-საგარეო დეპარტამენტი უზრუნველყოფს ადგილობრივი ოფისების ფუნქციონირებას აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ ამერიკაში და კარიბის ზღვის აუზში. მასში გაერთიანებულია 36,000 თანამშრომელი და 15,000 მოხალისე, რაც მისი სერვისების ხარისხის გარანტიაა, როგორც სამოქალაქო დაცვაში ასევე სხვა სოციალურ საკითხებში. ამ ქვეყნებში საქმიანობის მთავარი სფეროებია ჰუმანიტარული დახმარება, კატასტროფების რისკის შემცირება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რეაბილიტაცია. პროექტები ხორციელდება პირდაპირ ადგილობრივი ოფისების მიერ, ან მათი პარტნიორების მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.asb.de/en  გადმოიწერეთ ბროშურა