ჩვენ შესახებ

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) არის არაპოლიტიკური, არაკონფესიური დახმარებისა და კეთილდღეობის ორგანიზაცია, 1,5 მილიონი წევრითა და 125 წელზე მეტი გამოცდილებით "ჩვენ ვეხმარებით აქ და ახლა" - ეს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) სლოგანია, რომელზეც დაფუძნებულია ორგანიზაციის არსი. ორგანიზაცია წარმატებით გარდაქმნის აღნიშნულ სლოგანს მოქმედებად: ASB ყველაზე საჭირო მომსახრებას უწევს სოციალურად მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს განურჩევლად მათი პოლიტიკური, ეთნიკური ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა.