+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ASB საქართველოს თანამშრომლების უსაფრთხოების ტრენინგი

მეტი 2014 წლის 2 ოქტომბერს ASB საქართველოს თანამშრომლებს არაგვის ხეობაში ჩაუტარდათ უსაფრთხოების ტრენინგი.ტრენინგის მიზანი იყო უსაფრთხოების პროცედურების გაცნობა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. თანამშრომლებს მიეწოდათ აუცილებელი თეორიული ინფორმაცია, რასაც თან ერთოდა ვიზუალური პრეზენტაცია ცეცხლმაქრის გამოყენების, მანქანის არასამანქანო გზაზე ტარების, ბორბლის შეცვლისა და დაცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენების შესახებ.თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ ASB-ს თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ ველზე, პრაქტიკულად გამოეცადათ ახალი უნარები.
3/10/2014

ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი ბოლნისის სოციალური საწარმოების მოსანახულებლად

მეტი 2014 წლის 24 სექტემბერს პროექტის “ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთვრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ხელმძღვანელები ეწვივნენ სოციალურ საწარმოებს დაბა კაზრეთში და სოფელ ბოლნისში.ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაცნობოდნენ საწარმოების მუშაობას. მათ იმსჯელეს საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდა 31 ადამიანი.
24/09/2014

ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში

მეტი ქალბატონი ნანი ცხოვრობს მრავალსართულიან კორპუსში, არ ჰყავს ოჯახი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.რამოდენიმე წელია მას აღარ შეუძლია გავიდეს ეზოში და თავი დააღწიოს „ოთხ კედელს“. კორპუსში ლიფტი არ მუშაობს, ხოლო კიბეზე ჩამყვანი არავინ ჰყავს, რადგან მარტოხელაა.ნანი დიაკონიძე 69 წლის ქალბატონია, რომელიც ცხოვრობს დაბა კაზრეთში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ის ერთ-ერთია მონაწილეა ხანდაზმულთა შინმოვლის პროეტიდან, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივები“.
22/09/2014

ბავშვებსაც შეუძლიათ დახმარება

მეტი სალომე ხუთი წლისაა და უკვე შეუძლია გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე. მან იცის, თუ როგორ იმოქმედოს ხანძრის დროს და როგორ გაიყვანოს მეგობრები უსაფრთხო ადგილას მიწისძვრისას. ეს ყველაფერი მან შეისწავლა ASB-ს მიერ ორგანიზებულ კურსებში, რომელიც ჩატარდა საქართველოს საბავშვო ბაღებში. სალომეს ოჯახი . ყაზბეგის მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა გაანადგურა რუსეთ–საქართველოს დამაკავშრებელი გზა, შედეგად კი შვიდი ადამიანი დაიღუპა.
19/09/2014

გვერდები