+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

6 ახალი სოციალური საწარმო შიდა ქართლში

მეტი ექვსი ახალი სოციალური საწარმოს გახსნა 25 სექტემბერს ბორჯომში, სოციალურ ფორუმზე გაიმართა. შიდა ქართლის რეგიონში დაარსებული საწარმოების ნაწილი სოციალური სერვისების მიწოდებაზე, ხოლო ნაწილი ბიზნესზე ორიენტირებულია. საწარმოები გაიხსნა არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადააგდილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
28/09/2015

საგრანტო კონკურსი

მეტი საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი ახორციელებენ პროექტს „“საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
8/09/2015

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

მეტი 2015 წლის 9-10 ივლისს თბილისში, 14-15 ივლისს ზუგდიდში და 16-17 ივლისს ბათუმში, არბაითერ სამარიტერ ბუნდის (ASB) პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“  ფარგლებში ჩატარდა სამი ორდღიანი ტრენინგი.
27/07/2015

კატასტროფის რისკის შემცირება საგანმანათლებლო სივრცეში

მეტი 14-15 ივლისის საკოორდინაციო შეხვედრა ბათუმშიევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის (ECHO) ეგიდითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან (ASB) ერთად მიმდინარე წლის 14-15 ივლისს ქ. ბათუმში (სასტუმრო რედისონი) ჩაატარა გასვლითი საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე „კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში“.
15/07/2015

ექსკურსია თბილისში

მეტი ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კვირას, 7 ივნისს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაარსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღისცენტრის ბენეფიციარები თბილისში პირველად გვეწვივნენ. ექსკურსიაში ASB-ს თანამშრომლები შვილებთან ერთად ჩაერთნენ.თავდაპირველად ტურისტული ავტობუსით დაათვალიერეს თბილისის მთავარი ქუჩები, ღირშესანიშნავი ძეგლები, ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა. ერთ საათიანი ტურის შემდეგ ზოოპარკში ცხოველები მოინახულეს. ზოოპარკის დათვალიერება ერთ-ერთი ბენეფიციარის - მადლენას ოცნება იყო.
9/06/2015

ინკლუზიის ასპექტი ახალი საერთაშორისო DRR პროგრამის ფარგლებში

მეტი სენდაის კატასტროფის რისკის შემცირების 2015-2030 წლის პროგრამა იაპონიაში კატასტროფის რისკის შემცირების მესამე მსოფლიო კონფერენციაზე შემუშავდა.კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) პროგრამა ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ხალხზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება. ეს არის წინა პროგრამის შემდეგ წინ გადადგმული ნაბიჯი.
27/05/2015

ნანი დიაკონიძე

მეტი ნანი დიაკონიძე 24 წლის იყო, როდესაც იგი წმენდისას ფანჯრიდან გადავარდა და მიიღო დაზიანება - პარაპლეგია, რაც ნიშნავს ქვედა კიდურების პარალიზს ზურგის ტვინის დაზიანების გამო.მას შემდეგ ნანი მოძრაობა შეზღუდულია. მას არ აქვს სამედიცინო ეტლი; იგი საკუთარ ბინაში გადაადგილებისთვის ორ სკამს იყენებს, რაც ნანის ცხოვრებას კიდევ უფრო რთულს ხდის. მისი ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლაა.
22/05/2015

საგზაო უსაფრთხოების კამპანია

მეტი ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და გაეროს წარმომადგენლებმა გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეული 4 მაისიდან გახსნა.პროგრამის ორგანიზატორები წელს ბავშვებს ირჩევენ მთავარ ფოკუსად, რადგან განათლება უსაფრთხოებაში ადრეული ასაკიდან იწყება.
14/05/2015

სამუშაო შეხვედრა 2015 წლის სტრატეგიული დაგეგმვისთვის

მეტი ASB საქართველოს ოფისი, საქართველოს სამარიტელთა კავშირთან (სსკ) ერთად გეგმავს ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას სტრატეგიული დაგეგმვისთვის.შეხვედრა 27-29 აპრილს, კახეთის რეგიონში, ყვარელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.შეხვედრის მთავარი მიზანია ახალი წლიური გეგმის შემუშავება. ასევე გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები:
23/04/2015

ახალი პროექტი 37 სოციალური სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას დააფინანსებს

მეტი 2015 წლის 1 მარტიდან საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება - “საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“
1/04/2015

გვერდები