+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად - პროექტის პრეზენტაცია

მეტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ ბუნდმა (ASB) პარტნიორ ორგანიზაციებთან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი  ერთად დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ განხორციელება.პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობისა და პარტნიორობის გაზრდას ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.
14/05/2018

მიშა პაპას ამბავი

მეტი 82 წლის მიხეილ ილურიძე (მიშა პაპა) ASB საქართველოს მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოს „სახლი საზღვრების გარეშე“ ბენეფიციარია. ის მოხუცთა თავშესაფრის მუდმივ ბინადართაგან ერთ-ერთია. მიხეილი იხსენებს, რომ საკუთარი ხელებით აშენებული სახლის მიტოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. ამბობს, რომ მისატოვებლად ენანებოდა ის 47 წელიწადი, რომელიც ამ კედლებს შუა, მეუღლესთან ერთად გაატარა.
10/02/2018

ევაკუაციის სიმულაცია კომპლექსში "M2 თამარაშვილზე"

მეტი 16 დეკემბერს ASB საქართველომ, დეველოპელურ კომპანია M2-თან ერთად, საცხოვრებელ კომპლექსში „M2 თამარაშვილზე“ მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა. ღონისძიებამდე კომპლექსის მაცხოვრებლებმა სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს მოქცევის ძირითადი წესების შესახებ მიიღეს ინფორმაცია რის შემდეგაც, თითოეულ მათგანს სიმულაციურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა.
18/12/2017

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს?

მეტი ASB აგრძელებს კატასტროფის რისკის შემცირებისა და გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო რჩევების სერიას.კატასტროფა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ადგილას. სტიქიის ზონაში თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ, აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი და დროული ქმედებებისთვის.
8/12/2017

მიშოს ისტორია

მეტი მიშო სარაჯიშვილი ორგანიზაციის „საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაცია“ ბენეფიციარია. ის პროფესიონალების დახმარებით კომუნიკაციურ და მოტორულ უნარებს იუმჯობესებს.ქვეყანას 6 თვეში მოვლენილ მიშოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა: სხვების დახმარების გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებდა, უჭირდა ღეჭვა და საუბარი. სოფო სარაჯიშვილი იხსენებს, რომ შვილისგან წინადადების, თუნდაც ცალკეული სიტყვების გაგონებას დიდხანს უცდიდა. სიტყვა, რომელსაც მიშო უკვე შეუფერხებლად ამბობს, სოფოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან შვილისგან „დედას“ დაძახებას წლების განმავლობაში ელოდა.
5/12/2017

ოსმანის ისტორია პანკისიდან

მეტი 31 წლის განმავლობაში ოსმანი გარეშე პირებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა, სახლს თითქმის არასდროს ტოვებდა და ოჯახის წევრების მიმართაც კი აგრესიული იყო. ადგილობრივმა პოლიციამ იცოდა, რომ ოსმანი ზოგჯერ მეტად საშიშ პიროვნებად გადაიქცეოდა ხოლმე; მეზობლები კი თავს არიდებდნენ მასთან საუბარს. ოდნავ შესამჩნევი ღიმილიც კი უცნობი პიროვნების სახეზე ოსმანში აგრესიას იწვევდა, მისი დამშვიდება კი ძალიან რთული იყო. ზოგჯერ ფანჯრების დამტვრევითა და თავის მოკვლითაც იმუქრებოდა. გარდა ამისა, არასდროს თანხმდებოდა შინიდან გასვლასა და დახმარების მიღებაზე.
30/11/2017

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე 2017

მეტი 13 ოქტომბერს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო) მთაწმინდის პარკში გამართულ კატასტროფის რისკის შემცრების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა. აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ASB-მ მოწვეულ სტუმრებს კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. დამსწრეთ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ASB-ს კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიურ პროგრამას და მიეღოთ საჭირო მასალა ბუნებრივი კატასტროფებისა და მათი რისკის შემცირების შესახებ.
16/10/2017

საერთაშორისო კონფერენცია სოციალური მეწარმეობის შესახებ

მეტი 22 სექტემბერს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB საქართველო) კონფერენციას „სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმები“ უმასპინძლა. კონფერენციის მიზანს საქართველოს მთავრობისთვის სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდამჭერი მექანიზმების შეთავაზება წარმოადგენდა.პოლონეთიდან, შვედეთიდან და შვეიცარიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა დამსწრეებს სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო პრაქტიკათაგან საუკეთესოები გააცნეს. ასევე ისაუბრეს ამ სფეროს განვითარების პროცესში საკანონმდებლო რეგულაციების როლზე.
25/09/2017

როგორ მოვიქცეთ სისხლდენის დროს?

მეტი მოხვედრილხართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ადამიანს ექიმამდელი, პირველადი დახმარება სჭირდებოდა, ხოლო თქვენ დაიბენით ან არ იცოდით რა უნდა გაგეკეთებინათ? გახსოვდეთ, პირველადი დახმარების გაწევის ცოდნა შესაძლებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ASB გთავაზობთ გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო რჩევების სერიას. სისხლდენასისხლდენა არის სისხლძარღვებიდან სისხლის გამოსვლა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია ტრავმასთან. ქვემოთ მოცემულია რჩევები სხვადასხვა სახის სისხლდენის შემთხვევაში.
18/08/2017

ევაკუაციის სიმულაცია დღის ცენტრში "აისი"

მეტი 15 ივნისს, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) პროექტის „კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში „აისი“. ცენტრის მოსწავლეებს ღონისძიებისთვის მომზადებაში ASB-ს წარმომადგენლების მიერ ამავე თემაზე ჩატარებული ტრენინგი დაეხმარა. ბენეფიციარებმა, მასწავლებლებმა და ცენტრის სხვა თანამშრომლებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მიწისძვრისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს.
16/07/2017

გვერდები