+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?

 

ASB აგრძელებს სასარგებლო რჩევების სერიას პირველადი დახმარებისა და კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ინკლუზიური მიდგომით. ბუნებრივი კატასტროფები ხდება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. სტიქიის ზონაში თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ, აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი და დროული ქმედებებისთვის.

მიწისძვრა

მიწისძვრის დროს მოვლენათა განვითარების და შესაბამისად თავდაცვის რამდენიმე სცენარი არსებობს:

თუ შენობაში იმყოფებით:

არ გაიქცეთ! არ ჩავარდეთ პანიკაში! შეინარჩუნეთ სიმშვიდე!

დაიხარე 

დაიხარეთ, რათა ცოცვით შეაფაროთ თავი ახლომდებარე მყარ საგნებს;

შეეფარე

თავი შეაფარეთ მყარ საგანს (მაგიდა, საწოლი და ა.შ.) ისე, რომ თავი და ზურგი გქონდეთ დაცული; მყარი საგნის არარსებობის შემთხვევაში შეეფარეთ კარის ღიობს ან მზიდი კედლის კუთხეებს;

მოეჭიდე 

მოეჭიდეთ მყარ საგანს და დაელოდეთ ბიძგების დასრულებას.

არ ისარგებლოთ ლიფტით და კიბის უჯრედით.

ბიძგების დასრულების შემდეგ დაიწყეთ ევაკუაცია.

ღია სივრცეში ყოფნისას:

იპოვეთ უსაფრთხო ადგილი, დაწექით მიწაზე და დაიფარეთ თავი ხელებით, ჩანთით ან რაიმე ნივთით

ავტომობილში ყოფნისას:

გაჩერდით უსაფრთხო ადგილზე, დარჩით ავტომობილში შეკრული უსაფრთოების ღვედით.

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის შემდეგ:

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაელოდეთ შემდგომ მითითებებს ოფიციალური წყაროებიდან.

 

სერიის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები:

07/06/2018