+995 32 2 29 00 06
Eng

ASB საქართველო

არბაითერ - სამარიტერ - ბუნდმა (ASB) საქართველოში საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში საოქალაქო ომი მძვინვარებდა. იმ დროისთვის, ASB-ს მთავარი მიზანი იყო ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, რათა გაეუმჯობესებინა საზოგადოების ყველაზე სუსტი და დაუცველი ფენის მდგომარეობა, მათი ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა ომის გამო. 1997 წელს სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ASB-მ თავისი წარმომადგენლობა საქართველოდან გაიწვია.

2010 წელს ASB დაბრუნდა საქართველოში, ამჯერად უკვე იმ აქტივობების განსახორციელებლად, რომელიც გაზრდიდა კატასტროფის რისკების შემცირების საშუალებას. სოციალური სერვისების განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება და საქართველოს სამარიტელთა ასოციაციის გაძლიერება მის მთავარ ამოცანებად იქცა. დღეისათვის ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, რომელიც ყველა ჩამოთვლილ სფეროს ეხება, თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პროექტები

ახლახანს @
1 დღის 2 საათის წინ #ASB #EuropeanDays
1 დღის 22 საათის წინ #ASB #EuropeanDays
5 დღის 21 საათის წინ 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დათო კვირკელიძე პირველად ეწვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს - აისი - Aisi . დღეს ის ამ დაწესებულების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ თანამშრომელიცაა და სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურის მოგვარებაში იღებს მონაწილეობას. 2017 წელს დათო, დღის ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად, ASB საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიურ პროგრამაში (DiDRR) ჩაერთო. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მიწისძვრის დროს მოქცევის წესების შესახებ სიმულაციური ვარჯიში მოჰყვა. დათოსთვის ეს დაუვიწყარი გამოცდილება გამოდგა, რომელმაც სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფისადმი მისი მზაობა გაზარდა. სასწავლო ევაკუაცია ASB საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიური (DiDRR) სტრატეგიის ნაწილი იყო. დათო მიიჩნევს, რომ ღონისძიება მეტად პროდუქტიული გამოდგა, ვინაიდან ცენტრის ბენეფიციარებმა და თანამშრომლებმა კატასტროფის რისკის მინიმუმამდე დაყვანა ისწავლეს. გარდა ამისა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გაეცნენ გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკას ისეთ დაძაბულ სიტუაციებში, როგორიც ბუნებრივი კატასტროფებია.
1 კვირის 2 დღის 19 საათის წინ #ASB